ყველაზე მეტი სესხი „თიბისის“, ყველაზე ნაკლები – „სილქ ბანკს“ აქვს გაცემული

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 353.94 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.09%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა.
თებერვლის მონაცემებით, ყველაზე მეტი სესხი „ს“ და „საქართველოს ბანკს“, ყველაზე ნაკლები კი „სილქ ბანკს“ და „ზირაათ ბანკს“ აქვს გაცემული.
ქართული კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით შემდეგია:
· თიბისი ბანკი – 20.9 მლრდ ლარი;
· – 19.8 მლრდ ლარი;
· ლიბერთი ბანკი – 3 მლრდ ლარი;
· ბაზის ბანკი – 2.5 მლრდ ლარი;
· კრედო ბანკი – 2 მლრდ ლარი;
· ტერა ბანკი – 1.3 მლრდ ლარი;
· პროკრედიტ ბანკი – 1.2 მლრდ ლარი;
· ქართუ ბანკი – 842 მლნ ლარი;
· ხალიკ ბანკი – 697 მლნ ლარი;
· პაშა ბანკი – 342 მლნ ლარი;
· იშბანკი – 281 მლნ ლარი;
· ვითიბი – 208 მლნ ლარი;
· ზირაათ ბანკი – 137 მლნ ლარი;
· სილქ ბანკი – 65 მლნ ლარი;
· პეისერა – 0 ლარი.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 402.67 მლნ ლარით (1.40%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 48.73 მლნ ლარით (0.21%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.70%-ით).
2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.74 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით).