,,ყველაზე მეტად რას მაგონებს (და მართლა გავს) დღევანდელი თამაში“ – ბექა კობახიძე

ილიაუნის ლექტორი, ბექა :
,,ყველაზე მეტად რას მაგონებს (და მართლა გავს) დღევანდელი თამაში:
29 წლის წინ, 1995 წლის 6 სექტემბერს გერმანიას გასვლაზე ვეთამაშეთ ევრო 96-ის შესარჩევი თამაში. ახლა კვარა-მამარდა-ჟორჟი რომ გვყავს, მაშინდელი “წმინდა სამება” იყო ქეცბა-ქინქლაძე-შოთი. სამივე გვყავდა.
მაშინ გასვლით თამაშებს ტელევიზორში არ აჩვენებდნენ და, როგორც მახსოვს, დენიც არ იყო. რადიოში ვუსმენდით მთელი ქვეყანა, კოტე მახარაძის კომენტარებით.
ქეცბაიამ გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმის ბოლოს ანდრეას მიოლერმა გაგვითანაბრა. 1-1 მორჩა ტაიმი.
56-ე წუთზე კრისტიან ციგემ მეორე გაგვიტანა. ამას მოყვა ულფ კირსტენისა და მარკუს ბაბელის გოლები. 4-1 დავმარცხდით.
რაც 2024 წლამდე გვყოლია, 1995 წელს საუკეთესო ნაკრები კი გვყავდა, მაგრად გვაჯობეს გერმანელებმა, ესპანეთის არ იყოს, მეტოქის ნახევარზე არ გადაგვიშვეს. ის ევროპის ჩემპიონატიც გერმანიამ მოიგო.
თუმცა, რაც იქიდან გრძნობად დარჩა, იყო ქეცბაიას გოლით გამოწვეული სიხარული.”

ასევე დაგაინტერესებთ