ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს “აჰაჰავებს” – გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა

ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს “აჰაჰავებს” – გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა
ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს, – წერს გიორგი გამსახურდია, გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის შესახებ, რომელმაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებულ ვიდეოზე სიცილის რეაქცია გამოხატა.
გამსახურდიას თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, არაფერი გაკეთებულა, მეტიც – “ქართუს” დაფინანსებულ პროექტებსაც ვერ აქცევდნენ “მისი ბედოვლათი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები” ყურადღებას. “ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს.
საზოგადოება დამეთანხმება, რომ გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა.უფრო მეტიც, ფონდი “ქართუს” დაფინანსებულ პროექტებსაც კი ვერ აქცევდნენ მისი ბედოვლათი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ყურადღებას. თუმცა რას მიაქცევდნენ, მთელი მისი გუნდი და გორის ბაზრობა, ფულის შოვნაზე იყვნენ გადასულები. ახლა კიდევ, მაგ მაყუთით გულაობს ბიჭი გერმანიაში.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია