ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი ქალაქები ტურიზმისთვის

Wethrift-ის გუნდმა გააანალიზა მოგზაურობის ღირებულება 2024 წელს და მსოფლიოში ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ექსპერტებმა ათეული კრიტერიუმი გააანალიზეს, მათ შორის: პირდაპირი ფრენების რაოდენობა და ღირებულება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, საცხოვრებლის ფასები, საკვები, ატრაქციონები და ა.შ.
შედეგად, ყველაზე ხელმისაწვდომი სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგი ასეთია:
ნიუ დელი (ინდოეთი),
ჰანოი (ვიეტნამი),
კაირო (ეგვიპტე),
სტამბოლი, თურქეთი),
ჰურგადა (ეგვიპტე),
ბალი (ინდონეზია),
ბანგკოკი (ტაილანდი)
მარაქეში (მაროკო),
ფუკეტი (ტაილანდი),
რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია),
მადრიდი (ესპანეთი).
რეიტინგში ყველაზე ძვირი სამოგზაურო მიმართულებებია:
ფლორენციაში (იტალია)- 11.5 / 80-დან,
ბელფასტში (დიდი ბრიტანეთი) – 17.4 / 80-დან,
სიდნეიში (ავსტრალია) – 21.2 / 80-დან,
ნიუ-იორკში () – 21.7 / 80-დან,
ლონდონში, (დიდი ბრიტანეთი) – 25 / 80-დან.
პორტალი წერს, რომ ხელმისაწვდომი გართობისა და ატრაქციონებისთვის რეკომენდებულია მოგზაურობა კაიროში, ჰურგადასა და ჰანოიში. ფულის დასახარჯავად და სავაჭროს რეკომენდებულია სტამბოლში, რიო-დე-ჟანეიროსა და პუკეტში წასვლა.
სრული რეიტინგი დეტალური ინფორმაციით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ