აშშ-ის 47-დე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ყველასთვის მოულოდნელად, არჩევნები შტატებში მოკლე დროში დამთავრდა.
,,ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება“- ასე აფასებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვებას. პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს ვესტ პალმ ბიჩიდან მიმართა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის თავის ქვეყანას დაეხმარება.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის შტატების 45-ე პრეზიდენტი იყო და ახლა ისტორიული მომენტია, რადგან მეორე ვადით 47-დე პრეზიდენტად აირჩიეს.