“ყველაზე ამორალური ტელევიზიაა”; “პასუხი გასცა ღარიბ, ჩმორიკ ირმატოს” – წილოსანი და ბუკია

დეპუტატმა ნინო წილოსანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა: “ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობ, რომ TV პირველი ყველაზე ამორალური ტელევიზიაა”, აქვე გაავრცელა ვიდეომიმართვაც, სადაც ამბობს, რომ ჟურნალისტ ს შარჟები ფეიკია, რადგან სპეციალური ფილტრითაა გავრცელებული.
ჟურნალისტი ვიკა ბუკია, წილოსანს პასუხობს:
ქალბატონ ნინო წილოსანს, დაბადებიდან მდიდარს, ჩაუწერია ვიდეო ჩემზე:) მანანას ფილტრი დამადოო და ხალხი შეცდომაში შეყავსო.
ამას ამბობს დეპუტატი, რომლის მთავრობას ბანერებზე ყავდა ხალხი გამოკრული როგორც ეკლესიის მტრები და უსამშობლოები. ქუჩაში გამვლელებს ალანძღინებდნენ სამოქალო სექტორში დასაქმებულებს და ჟურნალისტებს. ქ-ნო ნინო, ყოველ დღე მადევს ეგ ფილტრი, მაგრამ რადგან ასე გეწყინათ – უფილტრო ვიდეოს დავდებ. დაე, მე მედოს ეს სასაცილო ფილტრი.