ყვარელში ახალი წლის დღეებს აღნიშნავენ

ყვარელში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, “ახალი წლის დღეების” ფარგლებში, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, ელფების სახელოსნო და თოვლის პაპას ფოსტა. იმართება მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
ახალი წლის დღეებს ყვარელში კონცერტი დაასრულებს ანსამბლი „ჰერიოს“, მასტერისა და ბენდ „მიქსტურას“ მონაწილეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N4-ის ეზოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს