ყარაჩაი-ჩერქეზეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი მოკლეს

რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, წუხელ უცნობი პირები თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან და მოქმედებაში მოიყვანეს ასაფეთქებელი ნივთიერება.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და დაშავდა ოთხი სამართალდამცველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გაანადგურეს თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობა და ვინაობა არ სახელდება.
“ადგილზე ნაპოვნია რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მუშაობს საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ,რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ მონაწილეობდნენ 22 აპრილს საპატრულო პოლიციის ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაში, რასაც 2 პოლიციელი ემსხვერპლა.
ტელეგრამის არხების თანახმად, ორშაბათს, 22 აპრილის ღამეს, ყარაჩაიში პოლიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა პოლიციას გასტაცეს სამსახურებრივი იარაღი, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და საბრძოლო მასალა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ