ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლები “სქაი რეზიდენსის” მიერ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ყაზბეგის გამზირზე, 32 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები, სამშენებლო კომპანია „სქაი რეზიდენსის“ მიერ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის.
მოქალაქეები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ იქამდე, ვიდრე მშენებლობა უსაფრთხო არ გახდება.
ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც იყო.
ინფორმაციისთვის, კომპანია “სქაი რეზიდენსი” ყაზბეგის გამზირზე 10-სართულიან კორპუსს აშენებს.
საკითხზე bm.ge კომენტარისთვის უკვე დაუკავშირდა კომპანიას და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)