ყაზახური ბანკების უმრავლესობამ რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებაზე უარი თქვა

რამდენიმე ყაზახურმა ბანკმა სანქციების გამო უარი თქვა რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებაზე, ხოლო VTB და Bereke Bank ნაწილობრივ აგრძელებენ მათთან მუშაობას.
ამავდროულად, VTB-იმ განმარტა, რომ მათ ბანკომატებში შესაძლებელია თანხის განაღდება Mir-ის ბარათებიდან, თუმცა მხოლოდ ტენგეში.
Berek Bank-მა განაცხადა, რომ არსებული ბარათების გამოყენება შესაძლებელია ბანკომატებსა და ტერმინალებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად, მაგრამ თავად გადარიცხვები მიუწვდომელია.
2024 წლის 23 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ს ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის (NSCP) და გადახდის სისტემის ოპერატორის Mir-ის მიმართ.
2 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ ს ეროვნული გადახდის სისტემა 5 აპრილიდან შეწყვეტს Mir-ის ბარათების მომსახურებას.

ასევე დაგაინტერესებთ