ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე – „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა.
„არც ერთი ქვეყანა, არც აზერბაიჯანი, არც და არც ყაზახეთი, ინფორმაციის დამალვით დაინტერესებული არ არის. საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა მაულენ აშიმბაევმა.
შეგახსენებთ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში გუშინ ჩამოვარდა. ყაზახეთის ვიცე-პრემიერის ცნობით, კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა.