ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში

ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში, – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრისას.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ყაზახეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე.
„ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის დღესაც ყურადღების ცენტრშია. გვჯერა, რომ არსებობს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი. ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის/სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს.
სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4.5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის ხუთმაგ ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნისა და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ.
ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმების ფარგლებში“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს – დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა, მათ ამის არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვთ

ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და ახალგაზრდებს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით

ეს უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე? მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში