ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5,7 მაგნიტუდის დაფიქსირდა ყაზახეთისა და ს საზღვარზე ორშაბათს, ალმათის დროით 09:12 საათზე. ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმოლოგიური დაკვირვებისა და კვლევის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი იტყობინება.
11.2 ენერგეტიკული კლასის მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე, ალმათის სამხრეთ-აღმოსავლეთით 194 კმ-ზე იყო. ეპიცენტრის კოორდინატები: ჩრდილოეთის განედის 42,73 გრადუსი, აღმოსავლეთ გრძედის 79,21 გრადუსი.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგები 12-ბალიანი MSK-64 სკალაზე ორ ბალიანი ინტენსივობით იგრძნობოდა სოფელ კეგენში (ყაზახეთის ალმათის ოლქი).