ყავის ზომიერი მოხმარება ქალებში უფრო ჯანსაღ დაბერებას იწვევს – Nurses’ Health Study-ს კვლევა

50 წლამდე ქალები, რომლებიც დღეში ერთიდან სამ ფინჯან კოფეინიან ყავას სვამდნენ, ხშირად ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას ხანდაზმულ ასაკში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც გააანალიზეს Nurses’ Health Study-ის მონაცემები, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა -ში.

კვლევაში 47 000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, რომლებმაც კითხვარი შეავსეს, რის შემდეგაც ექიმები 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ ჯანმრთელობას. საბოლოო ანალიზმა აჩვენა მყარი კავშირი კოფეინის ზომიერ მოხმარებასა და ჯანსაღ დაბერებას შორის.

სპეციალისტების განმარტებით, ყავის მოყვარულ ქალებს იშვიათად უვითარდებოდათ ქრონიკული დაავადებები, ხოლო მათი ფიზიკური, ფსიქიკური და გონებრივი მდგომარეობა ასაკთან ერთად უფრო სტაბილური რჩებოდა.

სპეციალისტის თქმით, კოფეინზე რეაქცია ქალებში შეიძლება ჰორმონალური ფონის მიხედვით განსხვავდებოდეს. ესტროგენი ანელებს ღვიძლის ფერმენტის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია კოფეინის დაშლაზე. ამიტომ, მენოპაუზის, ორსულობის ან ჰორმონული პრეპარატების მიღების დროს, კოფეინი უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა