ყაველაშვილი: ქმედებები, რომელსაც აქციებზე ახორციელებენ – ლოცვები, ეკლესიაში მისვლა, მსახიობების ჩართულობა და სხვა გაწერილია ჯინ შარფის 198-წესში, რომელიც დესტრუქციას ემსახურება

ქმედებები, რომელსაც აქციებზე ახორციელებენ – ლოცვები, ეკლესიაში მისვლა, მსახიობების ჩართულობა და სხვა გაწერილია ჯინ შარფის 198-წესში, რომელიც დესტრუქციას ემსახურება
„დიპლომატებისგან, გარე პარტნიორებისგან, იურისტებისგან, პოლიტიკოსებისგან – ვერავისგან მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. ახლა გადავიდნენ ჩემს კოლეგა ფეხბურთელებზე და მათ ათქმევინეს, რომ კანონი რუსულია და იქნებ მათგან მაინც მოვისმინო არგუმენტი, რატომ არის კანონი რუსული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატი, მედიასაშუალებებისგან ითხოვს გამოქვეყნდეს პოლიტოლოგ ჯინ შარფის 198-წესი, რომელიც დესტრუქციას ემსახურება და ეს წესები პირდაპირ გადმოაქვთ სხვადასხვა პერფორმანსის სახით საქართველოში პოლიტიკური უმცირესობის აქციებზე.
„ვთხოვ ტელევიზიებს, სხვა მედიასაშუალებებს და სოცმედიას, რომ გამოაქვეყნონ პოლიტოლოგ ჯინ შარფის ინსტრუქცია, რის შემდეგაც ყველა დაინახავს, რომ ქმედებები, რომელსაც აქციებზე ახორციელებენ – ლოცვები, ეკლესიაში მისვლა, მსახიობების ჩართულობა და სხვა, გაწერილია ჯინ შარფის 198-წესში, რომელიც დესტრუქციას ემსახურება.
ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და მოიხსენიებენ რუსულ კანონად, ვერ ასახელებენ ვერცერთ არგუმენტს, თუ რატომ არის კანონი რუსული. აქამდე იყო ნედ პრაისი, ახლა არის მეთიუ მილერი, რომლებიც გვაწვებიან ისე, რომ კანონის სამართლებრივ მხარეში არ შემოდიან. დიპლომატებისგან, გარე პარტნიორებისგან, იურისტებისგან, პოლიტიკოსებისგან – ვერავისგან მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. ახლა გადავიდნენ ჩემს კოლეგა ფეხბურთელებზე და მათ ათქმევინეს, რომ კანონი რუსულია და იქნებ მათგან მაინც მოვისმინო არგუმენტი, რატომ არის კანონი რუსული. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რაც ხდება და ამ კანონით ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. არაფრის არ გვეშინია. ჩემმა კოლეგამ დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს, როცა მის მანქანას გზა გადაუკეტეს, გადმოვიდა მანქანიდან და უშიშრად უპასუხა, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ