ყაველაშვილი: ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტი შეაჯამა.
„საზოგადოებას, ალბათ, აინტერესებს ვახშამი, რომელიც გამართა ამერიკის პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა, მცირე შეხვედრა. მასთან მისალმება მქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განვუცხადე, რომ დრო არის, დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან. მან გამიმეორა – დიახ, მიხედავს ამ საკითხს. შემდეგ მე კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს. ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს“, — განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
ყაველაშვილის თქმით, მას ჰქონდა „არაერთი სხვა შეხვედრაც“ ტრამპის ადმინისტრაციასთან. როგორც ცნობილია, ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ყაველაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა -ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკთან.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან და სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინთან.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ