ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე: …მაგრამ არ ვაპირებთ, რომ იმ აღვირახსნილ კამპანიას, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით, თვალი გავუსწოროთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან გაგზავნილი წერილი შეაფასა. მისი თქმით, ის პროპაგანდა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, არასოდეს დადგება არამც თუ ამოქმედების, არამედ განხილვის საკითხად.
„ყველანი მოვალენი ვართ, წინ აღვუდგეთ იმას, რაც არის ცუდი, რაც ჩვენი შვილებისთვის და მომავლისთვის ცუდია. ამ სიტყვების თქმა წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ჯანსაღად და ნათლად ხედავს, რომ ლგბტ პროპაგანდა ცუდია. ოპოზიციას ორ ცეცხლს შუა უწევს ყოფნა. დილემის წინაშე დგანან – როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ქართულ საზოგადოებას და მეორე, იმ გამოწვევის წინაშე არიან, რომ გარედან არავინ მოუწონებთ და არ აპატიებთ ამ განუსაზღვრელ დუმილს. ამიტომ ცდილობენ, რომ იქამდე, სანამ არ იქნება კონკრეტიკა, ცხვრის ქურქი მოირგონ, შემდეგ გაიხადონ და თავისი აგრესიული პოზიცია, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, გამოაჩინონ.
ჩვენ, ვინც ხელისუფლებაში ვართ, არცერთი ვაპირებთ დუმილს და უკან დახევას შეუპოვარ და მართლაც აგრესიულ პროპაგანდის წინაშე. სიმართლე ჩვენს მხარესა და ამჯერად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს. ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ხდება ყველაფერი, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ იმ აღვირახსნილ კამპანიას, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით, თვალი გავუსწოროთ“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ დონორ კომპანიებს მოუწევთ ქართული რეალობის ნათლად შეგრძნება.
„სრულიად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დავდგებით მტკიცედ, ისევე როგორც ნებისმიერი ძნელბედობის ჟამს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას. ეს არის საკითხი, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ვფიქრობ, რომ დონორებიც შეიგრძნობენ ამას“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი