ღრმაღელის მეტროსთან ძაღლს ესროლეს იმ მიზეზით რომ ბავშვს დაუყეფა… პატრულმა გაუშვა, როგორც თქვეს, თანამშრომელია… – რას ამბობენ შსს-ში?

Facebook ჯგუფ “ცხოველთა უფლებების კომიტეტში” ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღრმაღელის მეტროსთან ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მსროლელი კი ამავე ინფორმაციით, პატრულმა გაუშვა, რადგან “თანამშრომელი” აღმოჩნდა:
“ამ წუთებში , თბილისში ღრმაღელის მეტროსთან , ერთმა ნაბი*ვარმა, იარაღი ამოიღო შუა ქუჩაში და ესროლა ძაღლს, მიზეზით რომ ბავშვს დაუყეფა, თვითმხილველები ამბობენ რომ არანაირი აგრესია არ ყოფილა ძაღლისგან ყეფის გარდა, ისიც ზოგიერთი ამბობს რომ არც გაუგონია, მე პირადად ქუჩის მეორე მხარეს ვიდექი და არც მე გამიგონია, ამას კამერები დაადასტურებენ…. ეს ნაგავი, პატრულის მანქანიდან გაუშვეს, როგორც თქვეს, თანამშრომელია… ” წერს მოქალაქე და ვიდეოკადრებს ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ძაღლი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძაღლმა პოლიციელის შვილის მიმართ გამოხატა აგრესია, რის გამოც “პოლიციის მაიორი შეეცადა, მოეგერიებინა”.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ. პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”(მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა