ღმერთი სპორტში ნეიტრალურია, არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი – რომან გოცირიძე ეროვნულ ნაკრებზე

ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, , სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ვერ გადაურჩა” საპატრიარქოში ვიზიტს. პოლიტიკოსის თქმით, ღმერთის ხელი არ ურევია ნაკრების კარგ თამი, ვინაიდან, სპორტში ღმერთი ნეიტრალურია.
“ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა?
ყველა პოპულარულ ადამიანს, სპორტსმენი იქნება, მომღერალი თუ პოლიტიკოსი, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს, რომ თავის ძლევამოსილებას გაუსვას ხაზი. ვერც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გადაურჩა ამას. რას ვიზამთ, უარის თქმასაც ვისწავლით. ყველაფერი ერთ დღეში არ მოდის.
რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი. ერთხელ ჩაერია, ისიც უსამართლოდ, როცა მარადონას ხელით გაატანინა და იმის მერე ასეთი რამ არ ჩაუდენია. ღმერთი აბა რის ღმერთია, თავისი შეცდომა თუ არ გამოასწორა”, – წერს გოცირიძე.