ღვინის ბაზარზე ძალიან რთული ვითარებაა – Tales wine

ყვარელში მდებარე ღვინის მარნის Tales wine-ის დამფუძნებელი, თამაზ შერაზადიშვილი BM.GE-სთან მეღვინეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ღვინის ბაზარზე ძალიან რთული ვითარებაა. მეღვინე განმარტავს, რომ ქვეყანაში ტურისტების ქცევა შეცვლილია და ამის გამო, ისინი ღვინოს აღარ ყიდულობენ.
მისი ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელი კომპანია Tales wine იყალთოში, სოფელ ზინობიანში მდებარეობს და 2019 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ჯამში ხუთი სახეობის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახური მწვანეს, რქაწითლის და მწვანეს კუპაჟს (შერეული), ასევე საფერავს აწარმოებს. კომპანია ნედლეულის გარკვეულ ნაწილს თავად აწარმოებს, ხოლო ნაწილს ბიომეურნეობიდან ყიდულობს.

ასევე დაგაინტერესებთ