ღარიბაშვილი: კოლექტიურ ნაცმოძრაობას პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ

დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად, ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას. დღეს ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია, ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ამ დროს, ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ. მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას.