“ღარიბაშვილი გაიწირა – ეს ივანიშვილთან შეთანხმებულია” – ეკა ბესელია

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ს სახლის ჩხრეკაზე საუბრისას, ტვ პირველთან, ამბობს:
როდესაც ხდება ასეთი საპროცესო, უკვე საგამოძიებო ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩხრეკა არ არის ცალკე, ავტონომიური, დამოპოუკიდებელი მოქმედება, ჩხრეკა არის საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ გამოძიების ფარგლებში რაღაც გადაწყვეტილბებისთვის არის საჭირო ჩხრეკის ცატარება. თან ეს არ არის ჩვეულებრივი ჩხრეკა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრის სახლში ტარდება ასეთი საგამოძიებო მოქმედება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წინ უძღვის მთელი რიგი მოქმედებები და ამ ჩხრეკის შემდგომ ასევე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. როდესაც მკითხეთ, ველოდებოდი თუ არა მე ღარიბაშვილის დაკავებას? – გითხარით, რომ ეს არჩევნებამდე არ მოხდებოდა, მაგრამ ს შემდგომ ეს საკმაოდ დრამატული სია, თუ გეგმა “ოცნებას” ჰქონდა… რა თქმა უნდა, უთუოდ არჩევნებამდე ამას ელექტორალური შედეგი, გავლენა ექნებოდა. იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ელექტორალური მხარდაჭერა “ოცნების” წილ ამომრჩეველში გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენ ყველა პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში, მით უფრო სთან. მინდა ვუთხრა “ოცნების” იმ ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ… ჯერ კიდევ რომ რაღაცას ებღაუჭებიან, ეს ხავსზე უარესი რამ არის, მე მათ მინდა ვუთხრა ის რასაც მე ვამბობდი 2018 წელს და შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილება მივიღე წამოსვლის თაობაზე, ეს იმათთვის ვისაც დღემდე ჰგონია რომ ვინმემ გამომიშვა, მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვერავინ გამომიშვებდა, მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო გზა მარცხისკენ, საქართველოს საზიანოდ მიმართული პროცესი. 7 წელი ხდება და ახლა მაინც უნდა გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ არ არსებობს წესები, არ არსებობს ეთიკა, არ არსებობს პრინციპები რომლის პატივისცემა ხდება, სამწუხაროდ, ამ გუნდში. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც სხვა როლი ჰქონდა ივანიშვილისთვის, თუ მათთვის ვინც იქ არიან, დღეს მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც, რომელთა როლი კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო ცუდია და კიდევ უფრო ნეგატიურია… ეს ივანიშვილთან შეთანხმებულია.