“ღარიბაშვილის ხსენების გამო დამატოვებინეს დარბაზი” – თაკო ჩარკვიანი

[მდი­ნა­რა­ძეს] ვკი­თხე, თქვე­ნი პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი პირი, ორგზის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ მამა აფი­ნან­სებს პენ­სი­ო­ნე­რი და რო­მელ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობთ-მეთ­ქი, – ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბის გამო [და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს], მაგ­რამ მა­ინც ვახ­სე­ნე,- ამის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი­დან გა­ძე­ვე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.
მისი თქმით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მტე­რი რუ­სე­თია და სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს, არ შე­იძ­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა.
“ვის­მენთ მშვი­დად, ხმას არ აღე­ბი­ნე­ბენ არა­ვის და შე­უძ­ლე­ბე­ლია ამის მოთ­მე­ნა, ბო­ლოს, ერთი სა­ა­თი რომ ილა­პა­რა­კა მდი­ნა­რა­ძემ უტიფ­რად რო­გო­რი პა­ტი­ოს­ნე­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა სუ­ფევს, ვკი­თხე, თქვე­ნი პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი პირი, ორგზის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ მამა აფი­ნან­სებს, პენ­სი­ო­ნე­რი და რო­მელ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობთ-მეთ­ქი. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ჩვენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ვართ, როცა მტე­რი რუ­სე­თი გვყავს, როცა ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის, ამათ­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ტი­პის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, თო­რემ უცხო­ეთ­ში, და­სავ­ლეთ­ში, სა­დაც რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა და მარ­თლა გამჭვირ­ვა­ლეა სის­ტე­მა, იქ ყვე­ლა­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლეა, მათ შო­რის, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი. რა თქმა უნდა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბის გამო [და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს], მაგ­რამ მა­ინც ვახ­სე­ნე. მო­ღა­ლა­ტეს ნუ გვე­ძა­ხი­თო და მე არა-მეთ­ქი, 100 ათა­სი კაცი ერ­თად გე­ძა­ხით გა­რეთ მო­ღა­ლა­ტეს-მეთ­ქი“- გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა, რო­მელ­საც იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა, კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

ასევე დაგაინტერესებთ