ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ „ოცნება“ პარტიის ყრილობასა და პოლიტსაბჭოში ცვლილებებს აანონსებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან ს წასვლის შემდეგ, პარტია ყრილობასა და პოლიტიკურ საბჭოში „მცირედ“ ცვლილებებს აანონსებს.
28 აპრილს პარტიაში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა, რომ თავდაპირველად ჩატარდება „რეგიონული კონფერენციები“, შემდეგ კი გაიმართება ყრილობა.
მდინარაძის თქმით, ყრილობაზე „აირჩევა პარტიის ახალი თავმჯდომარე“. მას არ დაუსახელებია სავარაუდო კანდიდატები.
თქვა, რომ ასევე „განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა – მცირედით, მაგრამ [ცვლილებები] იქნება“.
„დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – თქვა მან.
· ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი და პოლიტიკა 26 აპრილს დატოვა.
· ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც 2024 წლის 1 თებერვალს სთან როლი გაცვალა – პრემიერი გახდა, ღარიბაშვილი კი – პარტიის თავმჯდომარე.
· ეს მოხდა პოლიტიკაში მილიარდერი ექსპრემიერი ს ხელმეორე ოფიციალური შემობრუნების შემდეგ. ივანიშვილი, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა.
გასულ ხუთშაბათს, 24 აპრილს, „ქართული ოცნების“ მთავრობაში მორიგი ცვლილება გამოაცხადეს – ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა და იგი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ (რეზი) სოხაძემ ჩაანაცვლა.
ამას წინ უსწრებდა, სხვა ცვლილებებთან ერთად, სუსის უფროსის გადადგომა და აჭარის მთავრობის მეთაურის შეცვლა.
„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის მთავრობაში ცვლილებები ემთხვევა საპროტესტო დემონსტრაციების უწყვეტი ტალღის ოცკვირეულის ამოწურვას, საერთაშორისო სანქციებსა და ასევე წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებას.
მამუკა მდინარაძემ 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საარჩევნო მზადების შესახებაც და თქვა, რომ პარტიის მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მიაღწიოს „დამაჯერებელ გამარჯვებას“.
ეს იმ პირობებში, როდესაც ჯერ უცნობია, სხვა რომელიმე მსხვილი პარტია, – რომლებიც არალეგიტიმურად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და უნდობლობას უცხადებენ მისი ხელისუფლების ყოფნისას დაკომპლექტებულ ინსტიტუტებს, მათ შორის ს, – მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ფორუმი