“ღარიბაშვილის დროს შეაჩერეს გამოსახლებები და ოქტომბრიდან ისევ დაიგზავნა შეტყობინებები” – მარნეულში ოჯახი ქუჩაში დარჩა

ფოტო – ტვ პირველი
სოფელ საიმერლოში ღია ცის ქვეშ კიდევ ერთი ოჯახი დატოვეს. 20 წლის გოგო დედ-მამასთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა კერძო მევახშის საჩივრის საფუძველზე გამოასახლეს.
მანამდე იყო მოლაპარაკებები, რომ მევახშეს, რომელსაც თანხის დიდი ნაწილი უკვე აღებული ჰქონდა, უარი ეთქვა ოჯახის გამოსახლებაზე, მაგრამ უშედეგოდ.
“მევახშე არის ირმა გეგელია, რომელმაც გასცა 14 000 აშშ დოლარი სესხი, შემდგომში ითხოვდა უკვე 25 000 დოლარს მოვალეების ოჯახიდან. ეს პროცესი იყო შეჩერებული შარშან, ღარიბაშვილის დროს შეჩერდა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური განკარგულებით გამოსახლება, დაელოდნენ არჩევნების ჩატარებას და ოქტომბრის თვიდან მთელ საქართველოში დაიგზავნა შეტყობინებები იძულებითი გამოსახლებების შესახებ და რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. რამდენიმე დღის წინ იყო დიდ დიღომში და ახლა აქ სოფელ საიმერლოში გამოასახლეს მევახშე ირმა გეგელიას მოთხოვნით,” – ამბობს ოჯახის ადვოკატი მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს