ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

“მთელი წერილი ხომ ერთი დიდი გონებრივი შალახოა, მაგრამ მაინც ღირს მისი ნაწილ-ნაწილ თრევა.
ასეთი შეკითხვა რეჟიმის მხადამჭერებისათვის:
დღეს მ ამერიკას ნატოს მისებში მონაწილეობა წამოაძახა და უთხრა, რომ “საქართველო არის ა.შ.შ.-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში… საქართველო მხარში ედგა -ს ყველაზე ცხელ წერტილებში.”
ხოდა ასეთი ნიუანსი:
სანდოობის მაგალითად კობახიძეს მოჰყავს ნატოს მისიებში მონაწილეობა, რაც ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წელს დავიწყეთ. ეს სანდოობა თავში კი არ დაგვეცვა, არამედ მოვიპოვეთ. რითი? მისიებში მონაწილეობით ხო?
ხოდა დღეს რომ რეჟიმი გვეუბნება, სანქციებზე შეერთებას გვაიძულებდნენ და აქედან გამომდიმარე ომის დაწყებას გვთხოვდნენო (რაც მოვლენების შესაძლო განვითარების სრულიად აბსურდული ჯაჭვია), თავის დროზე როდესაც ჯარი გავაგზავნეთ კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში, მაშინ რისკის ქვეშ არ დავდექით? მაშინ არ იყო რისკი, რომ ტერორისტები ჩვენ დაგვარტამდნენ? როგორც ჩანს მაშინ მხარის დაკავება სწორი გადაწყვეტილება იყო ხომ? ერთგული პარტნიორის სტატუსი მოგვიპოვა ხო? და თუ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, ში ს შეჭრის შემდეგ, მინიმუმ სანქციებით რატომ არ შეგვეძლო იმის ჩვენება თუ ვის მხარეს ვართ? კარგი, არ უერთდები, ეგეც გავიგეთ, მაგრამ ათასი ფრენის დანიშვნა და აქედან ჩიპების და სხვა ტექნიკის გატარება აუცილებელი იყო? მანდ ჩანს სანდო პარტნიორობა? და თუ არ ჩანს, მაშინ ეხლა რატომ ვახსენებთ რომ სანდო პარტნიორები ვართ იმ მოვლენის საშუალებით, რომელიც ოცი წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც დღეს აბსოლუტურად არასანდო პარტნიორებად წარმოვჩინდით?
და ესეც:
თუ წინა მთავრობა ამერიკის აგენტები იყვნენ და სწორად წინა ორი მთავრობის დროს მივიღეთ მონაწილეობა მისიებში, დღეს ჩვენი დღევანდელი “მთავრობა” წინას დამსახურებით ცდილობს სარგებლის მიღებას? დღევანდელი “რეჟიმი”, ახსენებს ამერიკას, რომ თავისივე ენით რომ ვთქვათ, ამერიკის აგენტებმა ისე კარგად გამოიჩინეს თავი მათი მმართველობის დროს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ დღეს უნდა დააჯლდოოს ეს “მთავრობა”, რომელიც ზუსტად იმ აგენტებს ებრძვის, ვისი დამსახურებაცაა რომ ერთგული პარტნიორის სტატუსი გვაქვს?
მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე მ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა.
მგონი კარგი საყრდენია, რომ პროპაგანდის დანარჩენი ბოძები თავად მოამსხვრიოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .