ღაზის სექტორში, კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 166 პალესტინელი დაიღუპა და 384 დაშავდა, – ამის შესახებ ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 424-მდე გაიზარდა.
ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია 54 036 ადამიანი.
