ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 68-მდე გაიზარდა | IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა – 26 წლის სადაზვერვო ბატალიონის ოფიცერი (Arnon Moshe Avraham Benvenisti Vaspi) და ერთ-ერთი ბრიგადის ჯარისკაცი (Ilya Senkin).
IDF-ის თქმით, ამით სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. უწყების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მძიმედ დაიჭრა 2 რეზერვისტი და სამი ჯარისკაციც.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 13 300-მდე ადამიანია დაღუპული.