ღაზის სექტორის რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სრული გახსნისთვის ემზადება

პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი რაფაჰში ხელახლა გახსნისთვის მზადება. არ არის ცნობილი, დაიწყება თუ არა მიმოსვლა უკვე 1 თებერვალს.
ღაზის სექტორში, ომამდე, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უმეტესობისთვის ერთადერთი პირდაპირი გასასვლელი პუნქტი იყო. ის იყო ასევე ღაზის შიგნით დახმარების შეტანის უმთავრესი გზა. 2024 წლის მაისიდან ის დაკეტილია.

COGAT-მა, ისრაელის სამხედრო დანაყოფმა, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთის მიმოსვლის კოორდინაციას აახდენს, განაცხადა, რომ გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით გაიხსნება ღაზის ტერიტორიის მცხოვრებთათვის – მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებისთვის და მისი მოქმედება კოორდინირებული იქნება ეგვიპტესა და ევროკავშირთან.

„მოსახლეობის ორივე მიმართულებით რეალური გავლა დაიწყება ამ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ“, – დასძინა არმიამ.

რეგიონში ევროკავშირის მისიასთან დაახლოებულმა ევროპელმა წყარომ Reuters-ს დაუდასტურა დეტალები და პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გადასასვლელი, სავარაუდოდ, 2 თებერვალს გაიხსნება მგზავრებისთვის. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
ისრაელმა განაცხადა, რომ გამშვები პუნქტი მკაცრი უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის ქვეშ გაიხსნება მხოლოდ იმ პალესტინელებისთვის, რომელთაც სურთ ომისგან განადგურებული ანკლავის დატოვება და მათთვის, ვინც ომის პირველ თვეებში ბრძოლებს გაექცა და უკან დაბრუნება სურს.
მათ შორის, ვინც წასვლას აპირებს, ბევრი ავადმყოფი და დაჭრილია, რომლებსაც საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზას დატოვებას 20 ათასი პაციენტი ელოდება.

სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელახლა გახსნა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისეული ღაზის ომის დასრულების გეგმის პირველი ფაზის მთავარი მოთხოვნა იყო.

თუმცა, ორწლიანი ბრძოლის შემდეგ ოქტომბერში ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალადობის არაერთი ტალღის დროს ირღვევა.

ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ისრაელის ხელისუფლების ცნობით, პალესტინელმა მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.

31 იანვარს ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე ინტენსიური საჰაერო დარტყმები განახორციელა, რასაც სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება Reuters-ი. ისრაელის თქმით, ეს იყო პასუხი ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მიერ ზავის დარღვევაზე, როდესაც მებრძოლები რაფაჰში გვირაბის გზით შევიდნენ.

ღაზასთან დაკავშირებული გეგმის შემდეგი ფაზები ითვალისწინებს მმართველობის პალესტინელი ტექნოკრატებისთვის გადაცემას, ჰამასის მიერ იარაღის დაყრას და ისრაელის ჯარების ტერიტორიიდან გასვლას, სანამ საერთაშორისო ძალები დაიცავენ მშვიდობას და ღაზა აღდგება.

ჰამასი აქამდე უარყოფდა განიარაღებას და ისრაელმა არაერთხელ მიანიშნა, რომ თუ ისლამისტური ჯგუფი მშვიდობიანად არ განიარაღდება, ის ძალას გამოიყენებს.