ღაზის სექტორის მთავრობა – 7 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 92 ჟურნალისტი დაიღუპა

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ სულ მცირე 92 ჟურნალისტი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზას მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში არ საუბრობენ ჟურნალისტების გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ბოლოს მოკლული ჟურნალისტები რამი ბადირი და ასემ ქამალ მუსა არიან, რომლებიც ს თავდასხმებს ემსხვერპლნენ.
მედია ოფისმა ღაზის სექტორის ომში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი 92-მდე დაასახელა.
შეგახსენებთ, პალესტინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით 18 800 პალესტინელი დაიღუპა და მათი 70% ქალები და ბავშვები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?