ღაზაში 19 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე შენობაში, ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. როგორც IDF ამბობს, მათი კაპრალის, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი, ს ტერიტორიაზე გადაასვენეს.
“19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს “ჰამასის” ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,” – ნათქვამია IDF-ს განცხადებაში.
19 year old CPL Noa Marciano was abducted and murdered by Hamas terrorists on October 7. Her body was found and extracted by IDF troops adjacent to the Shifa Hospital in Gaza. The IDF sends its heartfelt condolences to the family and will continue to support them. pic.twitter.com/f7eWBUrzVq — Israel Defense Forces (@IDF) November 17, 2023
ცნობისთვის, ქალის გარდაცვალება ამ კვირის დასაწყისში დადასტურდა. 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ “ჰამასმა” მძევლად 240 ადამიანი აიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ბავშვის უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 35-ე წლისთავს ეძღვნება

ზურაბ ფარჯიანი: “სირიაში ქრისტიან ბავშვებს ხვრეტენ” არის ტყუილი – თავად სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თქვა ამის შესახებ და ლალი მოროშკინაზე და “ბეპეელა”-ზე მეტი როგორმე იციან ალბათ