ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში შესვლამდე ისრაელის ინსპექტირებას გაივლიან.
შეგახსენებთ, ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი მას შემდეგ დახურა, რაც 5 მაისს, გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის