ღაზაში ჰამასის სამხედრო ხელმძღვანელი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ეწინააღმდეგება – BBC

BBC-ის ინფორმაციით, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ხელმძღვანელმა, იზ ალ-დინ ალ-ჰადადიმ შუამავლებთან კომუნიკაციისას მიანიშნა, რომ -ს ცეცხლის შეწყვეტის ახალ გეგმას არ ეთანხმება.
BBC წერს, რომ სავარაუდოდ, ალ-ჰიდადის ფიქრობს, რომ გეგმა ჰამასის გასანადგურებლად არის შექმნილი, ამიტომ ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ომის დასრულებისთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა 29 სექტემბერს, ს პრემიერმინისტრ სთან შეხვედრისას წარადგინა, რაც მიზნად ჰამასის განიარაღებასა და ღაზის ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას ისახავს.
BBC აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, კატარში ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილი გეგმის გარკვეული ცვლილებით მიღებისთვის მზადაა, მაგრამ მათი გავლენა შეზღუდულია, რადგან მათ დაჯგუფების მიერ აყვანილ მძევლებზე კონტროლი არ აქვთ.
ტრამპის გეგმა ჰამასს ავალდებულებს ცეცხლის შეწყვეტიდან 72 საათის განმავლობაში მძევლები ისრაელს გადასცენ.