ღაზაში, ჯანმო-ს თანამშრომელი 6 თვის შვილთან, მეუღლესთან და ძმებთან ერთად დაიღუპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღაზაში ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლეს.
როგორც ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, დიმა ალჰაჩი თავის 6 თვის შვილთან, მეუღლესთან და ორ ძმასთან ერთად, მაშინ დაიღუპა, როდესაც ერთ-ერთ შენობას აფარებდა თავს. დაღუპულია ამავე შენობაში მყოფი კიდევ 60-მდე ადამიანი.
„სიტყვები არ მაქვს ჩვენი მწუხარების აღსაწერად. ეს საშინელება უნდა დასრულდეს”, – დაწერა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს