ღაზაში ძალაუფლების დათმობაზე უარის შემთხვევაში ტრამპი ჰამასს “სრული განადგურებით” ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ჰამასს “სრული განადგურება” ელოდება, თუ ღაზაში ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდება.
ამასთანავე, ტრამპმა დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრი ყველაფერს აკეთებს, რაც მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო.
ცნობისთვის, ჰამასი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორში ხელისუფლებაში დარჩენა არ სურთ, თუმცა ის ჯერ არ დათანხმებულა სრულ განიარაღებას და ასევე სამომავლოდ პალესტინურ სახელმწიფოში გარკვეული სახით ჩართულობას ითხოვს.