ღაზაში, ყოველდღიურად, 10-ზე მეტი ბავშვი კარგავს ერთ ან ორივე ფეხს, მრავალი ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე ტარდება – ორგანიზაცია “Save the Children”

ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ყოველდღიურად, 10-ზე მეტი ბავშვი კარგავს ერთ ან ორივე ფეხს. მრავალი ამპუტაცია ანესთეზიის გარეშე ტარდება, – ინფორმაციას Save the Children-ი ავრცელებს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ხაზს უსვამს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
„ამ კონფლიქტში ბავშვების ტანჯვა წარმოუდგენელია. ბავშვების მკვლელობასა და დასახიჩრებაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯეისონ ლი.
Save the Children-ის ცნობითვე, ღაზაში სამედიცინო მარაგების დეფიციტი სულ უფრო მწვავდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა