ღაზაში საჰაერო თავდასხმისას 26 ადამიანი დაიღუპა – პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA

სააგენტო როიტერსი, პალესტინურ საინფორმაციო სააგენტო WAFA -ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღაზის სექტორში, ქალაქ ხან-იუნისზე საჰაერო თავდასხმისას დაუღუპა 26 პალესტინელი, მათ შორის, უმეტესად ბავშვები.
ისრაელის თავდაცვის ძალებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის ოპერატიულად გადამოწმება და დადასტურება ჭირს.
მიმდინარე კვირაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით, ხან-იუნისში გადმოყარეს საინფორმაციო ფურცლები და გააფრთხილეს ქალაქის მოსახლეობა, დაეტოვებინათ სახლები და წასულიყვნენ თავშესაფრებში.
ბიბისის ინფორმაციით, ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა დატოვეს ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი და გაემართნენ სამხრეთისკენ, ხან-იუნისის მოსახლეობა 400 ათასიდან ერთ მილიონამდე გაიზარდა.
7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა