ღაზაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გემით ჩაიტანეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გემით ჩაიტანეს.
როგორც BBC წერს, უმანიტარული ტვირთი უკვე გადმოტვირთეს. ჰუმანიტარულ მისიას ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen (WCK) [მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო] არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ღაზაში ჩასული 200 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საკვები პროდუქტისგან შედგება. გაეროს თანახმად, ღაზაში მყოფი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. გემი, რომელიც კვიპროსში დაიტვირთა ს წარმომადგენლებმა კვიპროსის პორტშივე შეამოწმეს.
ვინაიდან ღაზას მოქმედი პორტი არ აქვს, ნავსადგური აშენდა WCK-ის გუნდმა განადგურებული შენობების ნანგრევების გამოყენებით ააგო.
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.
ამასთან, გაეროს ცნობით, ღაზის სექტორში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირაა, ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 300 000 პალესტინელს ხელი არ მიუწვდება საკმარის საკვებსა და სასმელ წყალზე.