ღაზაში მსხვერპლის ზრდის ფონზე, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ომს ჰამასის წინააღმდეგ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ – იმ ფონზე, როცა პალესტინელი ხალხი გლოვობს 100-ზე მეტ დაღუპულს, რომლებიც, ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა თქმით, ემსხვერპლნენ ისრაელის მიერ გასულ ღამეს განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს.
ნეთანიაჰუმ თავისი პარტიის, ლიკუდის დეპუტატებს უთხრა, რომ ომი შორს არის დასრულებისგან და უარყო, მისი თქმით, მედიაში გამოთქმული ვარაუდები, რომ მისი მთავრობა შესაძლოა გამოვიდეს ბრძოლის შეჩერების წინადადებით. ნეთანიაჰუს აზრით, სამხედრო ზეწოლის გარეშე ვერ შეძლებს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას.
ცენტრალურ ღაზაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შემდეგ სააგენტო “ასოშიეიტედ პრესის” ჟურნალისტები შეესწრნენ სცენებს, როგორ გამოჰქონდათ პალესტინელებს დაღუპულთა ცხედრები, მათ შორის ჩვილი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი საავამყოფოდან და გამოჰყავდათ დაჭრილები მაღაზის ლტოლვილთა ბანაკიდან. სისხლით დასვრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა შოკის მდგომარეობაში იყო, როცა მის სხეულს მოტეხილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.
საავადმყოფოს წინასწარი მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში დაღუპულებს შორის სულ მცირე შვიდი ბავშვი და 12 ქალია.
ისრაელის არმიის რიგებში შაბათ-კვირას განცდილი დანაკარგი გაუტოლდა 15 სამხედროს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია