ღაზაში იშვიათი, შედარებით მშვიდი დღე იყო ისრაელის არმიის “ტაქტიკური პაუზის” გამო

16 ივნისს ღაზაში პირველი, შედარებით მშვიდი დღე იყო რამდენიმე თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ს სამხედროებმა გამოაცხადეს “ტაქტიკური პაუზა” საბრძოლო მოქმედებებში დღის საათების განმავლობაში.
არმიის თანახმად, სურს ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაეროს არაერთი გაფრთხილების შემდეგ, პალესტინის ტერიტორიაზე შიმშილის შესახებ.
“წინა დღეებთან შედარებით, დღეს, ეიდ ალ-ადჰას (ყურბანბაირამი-მსხვერპლთშეწირვის დღე) თითქმის მშვიდი დღე იყო და სიმშვიდე სუფევდა მთელ ღაზაში”, უთხრა AFP-ს მაჰმუდ ბასალმა, ღაზაში სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა. მან თქვა, რომ ცალკეული სროლა იყო ღაზის შუჯაიასა და ზეითუნის რაიონებში, ისევე როგორც რაფაჰში ისრაელის საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა.
7 ოქტომბერს ისრაელზე ექსტრემისტული დაჯგუფებების თავდასხმის შემდეგ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ფართო მასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელიც გრძელდება.
პალესტინელთა ავტონომიის ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, მას მერე მოკლულ იქნა 37,337 ადამიანი და დაშავდა 85,299.
რადიკალური მოძრაობა ჰამასის (-ში და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილმა ორგანიზაციამ) ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბერს 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა. 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში, ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელმა ამას წინათ ბრძოლის შედეგად გაათავისუფლა ოთხი მძევალი.