ღაზაში გათავისუფლებული 7 მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება

738 დღიანი ტყვეობის შემდეგ ღაზაში დღეს გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
მძევლებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
დღეს დილას ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს. გათავისუფლებულებს შორის არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.
თელ-ავივში “მძევლების მოედანზე” ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც დაადასტურებს ყველა იმ მძევლის მიღებას, რომლის გათავისუფლებასაც ელოდება, დაიწყებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ჰამასს 48 მძევალი ჰყავს, რომელთაგან 20 ცოცხლად მიიჩნევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა