ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში შიმშილით დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა, მათ შორის 93 ბავშვია.
ეგვიპტის სამთავრობო ტელევიზია „ალ კაჰერა ნიუსმა“ განაცხადა, რომ ღაზაში შესვლას აპირებდა 107 ტონა საწვავით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა, თუმცა ისრაელმა მათ ანკლავში შესვლის უფლება არ მისცა.
ცოტა ხნის წინ, ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საწვავის დეფიციტმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საავადმყოფოების მომსახურება, რის გამოც ექიმები იძულებულნი გახდნენ, მხოლოდ კრიტიკულად დაავადებული ან დაშავებული პაციენტების მკურნალობაზე კონცენტრირებულიყვნენ.
