ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში დაღუპული პალესტინელების რიცხვი 20 424-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში, კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 166 პალესტინელი დაიღუპა და 384 დაშავდა, – ამის შესახებ ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ს თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 424-მდე გაიზარდა.
ამასთან, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია 54 036 ადამიანი.