ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – დაღუპული პალესტინელების 70% ქალები და ბავშვები არიან

ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში, დაახლოებით 18 800 პალესტინელი დაიღუპა და მათი 70% ქალები და ბავშვები იყვნენ, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, დაღუპულთა რიცხვში შედის ჯანდაცვის სექტორის 300-ზე მეტი თანამშრომელი, 86 ჟურნალისტი, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 135 თანამშრომელი და სამოქალაქო თავდაცვის ეკიპაჟის დაახლოებით 35 წევრი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია 51 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით სხვა ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამასთან, ღაზის სექტორის 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 8 ფუნქციონირებს ნაწილობრივ.

ასევე დაგაინტერესებთ