ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის ძალებმა ღაზაში 67 პალესტინელი მოკლეს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარების მიღებას ცდილობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 67 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ღაზას სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ, დან გადასვლისა და საკონტროლო პუნქტების გავლის შემდეგ მალევე, მის 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას „მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარ ბრბო დახვდა, რომლებიც სროლის ქვეშ აღმოჩნდნენ“.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ საფრთხის აღმოსაფხვრელად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
მაისის ბოლოდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია საკვების მოპოვების მცდელობისას პალესტინელების დაღუპვის შესახებ. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ღაზას სამხრეთით, ორ ჰუმანიტარულ პუნქტთან ახლოს ისრაელის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს