ღაზასა და ში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია – იენს სტოლტენბერგი

„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და ში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს სთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია სთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საკითხზეც ისაუბრა.
„ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ნატო დარჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ალიანსად, მაგრამ ჩვენი გამოწვევები გლობალურია, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს