ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა კიდევ სულ მცირე 68 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა ს საჰაერო დარტყმას ცენტრალურ ღაზაზე – აცხადებენ ჯანდაცვის სფეროს მესვეურები.
სააგენტო “ასოშიეიტედ პრესის” ჟურნალისტები შეესწრნენ სცენებს, როგორ გამოჰქონდათ პალესტინელებს დაღუპულთა ცხედრები, მათ შორის ჩვილი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი საავამყოფოდან და გამოჰყავდათ დაჭრილები მაღაზის ლტოლვილთა ბანაკიდან. სისხლით დასვრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა შოკის მდგომარეობაში იყო, როცა მის სხეულს მოტეხილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.
საავადმყოფოს წინასწარი მონაცემებით, 68 დაღუპულს შორის სულ მცირე შვიდი ბავშვი და 12 ქალია.
ისრაელის არმიის რიგებში შაბათ-კვირას განცდილი დანაკარგი გაუტოლდა 15 სამხედროს.