“რუსული კანონია, სიტყვა – სიტყვით არის ნათარგმნი რუსულიდან, რომელსაც ორი მიზანი აქვს: ერთი ის, რომ ევროპას დაგვაშოროს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მოგვიკლას და განიმტკიცონ ძალაუფლება. ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი ესმით. ეს არის უკადრებელი ტყუილი, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვე ჩააბაროს დეკლარაცია საგადასახადო სამსახურს, სადაც თუკი ყავა იყიდა, კალამი იყიდა, მაგიდა თუ კომპიუტერი ყველა ხარჯია აღრიცხული. პირველ რიგში, ამას დონორი გთხოვს, რადგან ეს არის ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა ფული. არასამთავრობო სექტორში ყველაფერი გამჭვირვალეა. გამჭვირვალობას დონორი გთხოვს და შემდეგ ჩვენი საგადასახადოც. შეგნებულ, მავნებლურ, რუსულ ტყუილს იძახიან, რადგან ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ. არ ვიცი „ნაციონალებს“ თავში რა უდევთ, არც „ლელოს“ ან გახარიას, მე რასაც შევძლებ მაქსიმუმს გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული კანონი არ გავიდეს ჩვენს ქვეყანაში. როგორც კი შემოიტანენ მაშინვე უნდა დავირაზმოთ, აბჯარი უნდა ავისხათ და ქუჩაში უნდა დავდგეთ. იმაზე უფრო მეტი სეირი უნდა ვაჩვენოთ, ვიდრე შარშან“