ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული პირების ნაწილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ქურდულ სამყაროსთან კავშირისათვის დაკავებული პირების ნაწილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სპეცოპერაციები – თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში ჩატარდა. ჯამში, დაკავებულია 18 პირი.
მათი ნაწილი კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მოდავე მხარეებს პოულობდა და, ფულის დაბრუნების სანაცვლოდ, საკუთარ წილს ითხოვდა. ფარული აუდიომტკიცებულებების გარდა, საქმეში დევს დაზარალებულების ჩვენებებიც. თანხის გადახდაზე უარის შემთხვევაში, გარჩევებში ტელეფონით უკვე უშუალოდ ე.წ. ქურდები ერთვებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, თანხა და კომპიუტერული ტექნიკა. ნაპოვნია ის მობილური ტელეფონებიც საიდანაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. დაკავებულ 18 პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა