„ქურდული სამყაროს“ მიმართ უარყოფითი კომენტარისთვის არასრულწლოვანს სცემეს – მედია

„ქართლის ამბების“ ცნობით, „ტიკტოკზე“ ე.წ. ქურდული სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო არასრულწლოვანს ჯგუფურად სცემეს.
შემთხვევა გორში მოხდა.
როგორც „ქართლის ამბებს“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ცემაში 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი, ალბათ, დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით“, — განუცხადა მშობელმა გამოცემას.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?